პროგრამები

ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) კეთილმეზობლობის ფანჯარა

პროექტის ხანგრძლივობა: 
2009 - 2021
განმახორციელებელი პარტნიორი: 
გერმანიის განვითარების ბანკი (KfW)
ევროკავშირის ბიუჯეტი: 
5,1 მილიონი ევრო

ფონდის მიზანია, სტიმული მისცეს ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას, მუდმივი დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფით, უმეტესად მიკრო და მცირე ბიზნესისთვის (MSME) და კერძო საოჯახო მეურნოებებისთვის, ადგილობრივი კვალიფიციური ფინანსური დაწესებულებების მეშვეობით                

მიზნები

  • პროექტის მიზანია, მოიზიდოს ფონდში კერძო კაპიტალი და ამ გზით მიმართოს ინვესტიციები რეგიონში, კერძო სექტორის, კერძოდ კი მიკრო და მცირე ბიზნესისა და სამოქალაქო მშენებლობის განვითარების მიზნით.

  • ხელი შეუწყოს ბენეფიციარ ქვეყნებში საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, კერძოდ, კონურენტუნარიანი სექტორის ფორმირებას.

ბენეფიციარები

  • მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოები და დაბალშემოსავლიანი კერძო საოჯახო მეურნეობები

აქტივობები

  • სესხებით უზრუნველყოფა
  • ტექნიკური დახმარება

შედეგები

EFSE-ის საერთო პორტფელი აღმოსავლეთ ევროპის ექვს პარტნიორ ქვეყანაში, 2017 წლის მე-2 კვარტალში, შეადგენდა 271,0 მილიონ ევროს, რომელიც განაწილდა შემდეგნაირად:

  • საქართველო – 54% (145,1 მილიონი ევრო)
  • სომხეთი – 22% (8,4 მილიონი ევრო)
  • უკრაინა – 11 % (30,8 მილიონი ევრო)
  • ბელარუსი – 7% (20,0 მილიონი ევრო)
  • აზერბაიჯანი – 4% (9,8 მილიონი ევრო)
  • მოლდოვა – 2% (6,9 მილიონი ევრო)

EFSE-ის სესხების უმეტესობა გაიცა კომერციულ ბანკებზე, აგრეთვე მიკროსაფინანსო ბანკებსა და მიკროსაკრედიტო ორგანიზაციებზე.

2017 წლის ივნისისთვის EFSE-მ სულ 1, 727.6 მილიონი ევრო გადაუხადა 168 330 რეალურ მსესხებელს.

ფონდის ამოქმედებიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში, ანუ 2009 წლის ნოემბრიდან, ქვესესხების გადახდა განაწილებულია შემდეგნაირად:

  • საქართველო – 42% (733,5 მილიონი ევრო)
  • სომხეთი – 26% (441,5 მილიონი ევრო)
  • აზერბაიჯანი – 12% (211,1 მილიონი ევრო)
  • მოლდოვა – 9% (155,5 მილიონი ევრო)
  • უკრაინა – 7% (122,1 მილიონი ევრო)
  • ბელარუსი – 4% (63,9 მილიონი ევრო)

ვებგვერდი

https://www.efse.lu

პარტნიორები